8
ნოე.
8 ნოე 2023
მხარდაჭერა ყირგიზი ჟურნალისტებისთვის პრესის დღეს

ყირგიზებისთვის, ისევე, როგორც ქართველებისთვის, თავისუფლებისკენ სწრაფვა მემკვიდრეობისა და კულტურის ფუძემდებლური ნაწილია. ყირგიზები, ისევე როგორც ჩვენ, იმსახურებენ, რომ თავად აირჩიონ, თუ რა ღირებულებებზე დაყრდნობით წარმართავენ მათ სახელმწიფოს. ხალხის ნება, უპირველესად, მის კანონში უნდა გამოიხატებოდეს. დღეს, ყირგიზელი ჟურნალისტები იბრძვიან სიტყვის თავისუფლების დასაცავად, მაგრამ სულ რამდენიმე დღე დარჩა, სანამ ყირგიზეთში სავარაუდოდ საბოლოო მოსმენით მიიღებენ რუსეთში 2012 წელს მიღებული კანონის ანალოგს, რითაც არა მხოლოდ შეიზღუდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, არამედ პირდაპირი ფიზიკური საფრთხე შეექმნება დამოუკიდებელ ჟურნალისტებს. ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, სოლიდარობას გამოვხატავთ ყირგიზეთის ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, თავისუფლებისკენ, თანასწორობისკენ, და დემოკრატიისკენ სწრაფვაში.